Nokia C2 01 - მეხსიერების ბარათის ჩადება

background image

მეხსიერების ბარათის ჩადება
გამოიყენეთ მხოლოდ თავსებადი microSD ბარათები, რომელიც Nokia-ს მიერ

ნებადართულია ამ მოწყობილობასთან გამოსაყენებლად. Nokia იყენებს

მეხსიერების ბარათებისთვის მიღებულ სამრეწველო სტანდარტებს, მაგრამ

ზოგიერთი მარკა შეიძლება არ იყოს სრულად თავსებადი ამ

მოწყობილობასთან. თუ ბარათი არათავსებადია მოწყობილობასთნ, ამან

შეიძლება დააზიანოს როგორც ბარათი, ისე აპარატი და დაზიანდეს ბარათზე

შენახული მონაცემები.

თქვენი აპარატისთვის გათვალისწინებულია microSD მეხსიერების ბარათები,

რომელთა მაქსიმალური ტევადობაა 16 გბ.

შესაძლოა, თავსებადი მეხსიერების ბარათი თან ახლდეს მოწყობილობას და

იგი შეიძლება იდოს აპარატში. წინააღმდეგ შემთხვევაში, შეასრულეთ

შემდეგი:

1 გახსენით მეხსიერების ბარათის ჭრილის საფარი.
2 ჩადეთ მეხსიერების ბარათი მისთვის განკუთვნილ ბუდეში საკონტაქტო

ზედაპირით ზემოთ და დააჭირეთ იქამდე, სანამ ჩაიკეტება ბუდეში.

3 დახურეთ მეხსიერების ბარათის ჭრილის საფარი.