გადაუდებელი ზარები
განახორციელეთ საგანგებო ზარი
1
დარწმუნდით, რომ მოწყობილობა ჩართულია.
პროდუქტი და ინფორმაცია უსაფრთხოების შესახებ
41
2
შეამოწმეთ შესაბამისი სიგნალის სიძლიერე. შეიძლება ასევე დაგჭირდეთ შეასრულოთ შემდეგი:
•
ჩადეთ SIM ბარათი.
•
მოხსენით ყველა აკრძალვა, რომლებიც გაააქტიურეთ აპარატში, მაგალითად, ზარის დაბლოკვა, ნომრის
დაფიქსირება, ან მომხმარებელთა დახურული ჯგუფის გამოყენება.
•
დარწმუნდით, რომ თქვენი აპარატი არ არის ოფლაინის ან ფრენის რეჟიმში.
3
თუ გსურთ ეკრანი გათავისუფლდეს, გამორთვის ღილაკს იმდენჯერ დააჭირეთ, რამდენიც საჭიროა.
4
შეიყვანეთ იმ ადგილის შესაბამისი ოფიციალური გადაუდებელი ზარის ნომერი, სადაც იმყოფებით.
გადაუდებელი ზარის ნომრები იცვლება ადგილმდებარეობის მიხედვით.
5
დააჭირეთ ზარის გაშვების ღილაკს.
6
რაც შეიძლება ზუსტად მიაწოდეთ ყველა მნიშვნელოვანი ინფორმაცია. არ დაასრულოთ ზარი, სანამ ამის
ნებართვას არ მიიღებთ.
მნიშვნელოვანია: თუ თქვენს მოწყობილობას აქვს ხმოვანი ზარების მხარდაჭერა ინტერნეტის
გამოყენებით (ინტერნეტ-ზარები). მოწყობილობამ შეიძლება განახორციელოს გადაუდებელი ზარი როგორც
ფიჭური ქსელების გამოყენებით, ასევე ინტერნეტ-ზარის სერვისის პროვაიდერის საშუალებით. დაკავშირება
ნებისმიერ შემთხვევაში არ არის გარანტირებული. ძალზე მნიშვნელოვან სიტუაციებში, მაგალითად, როგორიცაა
გადაუდებელი სამედიცინო დახმარების გამოძახება, არასოდეს უნდა იყოთ მხოლოდ რომელიმე უკაბელო
მოწყობილობის იმედზე.