ტრანსპორტი
სატრანსპორტო საშუალებებში რადიოსიხშირულმა სიგნალებმა შეიძლება იმოქმედოს არასწორედ
დამონტაჟებულ ან არაადექვატურად დაცულ ელექტროსისტემებზე, როგორიცაა ძრავაში საწვავის შეფრქვევის
ელექტრონული სისტემები, ბლოკირების საწინააღმდეგო სამუხრუჭე ელექტრონული სისტემები, სიჩქარის
ელექტრონული კონტროლისა და საჰაერო ბალიშების სისტემები. დამატებითი ინფორმაციისთვის მიმართეთ
ავტომობილის ან მისი მოწყობილობის მწარმოებელს.
მხოლოდ კვალიფიცირებულ პერსონალს შეუძლია მოემსახუროს მოწყობილობას ან დაამონტაჟოს იგი მანქანაში.
შესაძლოა, არასწორი დაინსტალირება და მომსახურება სახიფათო იყოს და შეიძლება გავლენა მოახდინოს
გარანტიაზე. რეგულარულად შეამოწმეთ, რომ თქვენს მანქანაში მყოფი ყველა უკაბელო მოწყობილობა
შესაბამისადაა დამონტაჟებული და სწორედ მუშაობს. არ შეინახოთ და არ გადაიტანოთ აალებადი სითხეები,
გაზები, ან ასაფეთქებელი მასალები იმავე განყოფილებით, სადაც მოთავსებულია მოწყობილობა, მისი ნაწილები
ან აქსესუარები. გაითვალისწინეთ, რომ საჰაერო ბალიშები დიდი ძალით იბერება. არ მოათავსოთ თქვენი აპარატი
ან აქსესუარები საჰაერო ბალიშებთან ახლოს.
თვითმფრინავში ჩაჯდომამდე გამორთეთ თქვენი მოწყობილობა. უკაბელო გადამცემი მოწყობილობების
გამოყენებამ შეიძლება საფრთხე შეუქმნას თვითმფრინავის მართვას და ეს შეიძლება არაკანონიერი იყოს.